“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს ფიზიკური პირების განვადების სპეციალისტის ვაკანსიას ქუთაისში
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და
დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78
კლინიკითაა წარმოდგენილი.
სამუშოს ადგილმდებარეობა: ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- გადახდასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პაციენტებთან კომუნიკაციის მართვა;
- გადახდის პირობების შეთავაზება და შესაბამისი გრაფიკის გაწერა;
- ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების მომზადება და პაციენტთან გაფორმება;
- დავალიანების მქონე პაციენტების დოკუმენტაციის მოგროვება შესაბამისი განყოფილებებისათვის მიწოდების მიზნით;
- პროგრამაში დაფიქსირებულიი დავალიანების მქონე პაციენტების ინფორმაციის შედარება რეესტრთან;
- დავალიანების მქონე პაციენტებზე რეპორტის მომზადება ყოველდღიურად;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა უმაღლესი იურიდიული განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
- პრიორიტეტულია ექსელის მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- გამართულად კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 სექტემბერი, 2018
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.