ევექსი კლინიკები აცხადებს შერჩევას ფინანსური აღრიცხვისა და რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე ახმეტაში
ძირითადი მოვალეობები:
- წინასწარ დადგენილი სტანდარტებისა და ვადების შესაბამისად, კლინიკის შემოსავლების დამუშავება და დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
- სტაციონარისა და გადაუდებელი ამბულატორიული პაციენტების ისტორიების დამუშავება, სამედიცინო დოკუმენტაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველყოფა. მათ შორის, კოდების, ჩატარებული გამოკვლევების, მანიპულაციაზე პასუხისმგებელი ექიმისა და ექთნის დაფიქსირების, მედიკამენტების გადამოწმების მონიტორინგი;
- სხვადასხვა დაწესებულებებთან, წინასწარ დადგენილ ვადებში, შესრულების დოკუმენტაციის მატერიალური სახით წარდგენა, მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურებთან (NCDC, მერია, გამგეობა, ჯანდაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო) და კერძო სადაზღვევო კომპანიებთან;
- პაციენტის სამედიცინო ისტორიის საფუძველზე, კალკულაციების პროცესის მართვა; სრულყოფილი კალკულაციების პორტალზე ატვირთვა დადგენილ ვადებში, ინვოისების მომზადება და დოკუმენტაციის აკინძვა;
- სადაზღვევოებსა და საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, პაციენტების მონაცემების პროგრამაში დამუშავება, ანაზღაურების მოთხოვნის მიზნით, პროგრამაში სტატისტიკური მონაცემების ატვირთვა და სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენა დადგენილ ვადებში, საჭიროების შემთხვევაში, მატერიალური სახითაც;
- სათავო ოფისისთვის, კლინიკის შემოსავლების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის, შესრულების მონაცემების, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების, ჯარიმების და სხვა;
- თვის ჭრილში შემოსავლების დოკუმენტაციის მატერიალური სახით დაარქივება;
- დებიტორულ პაციენტთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება, გადახდის გრაფიკის შეთანხმება, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, თანხის დაფარვის კონტროლი;
- ყოველდღიურად სალაროს მომარაგება, პროგრამაში ასახულ მონაცემებთან დადარება, უზუსტობის ან დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სპეციალისტის ინფორმირება. ნაშთის კონტროლი;
- გაყიდვების აგენტების მიერ მოწოდებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემოწმება, შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ატვირთვა, ხარვეზების კონტროლი და მართვა
- დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო პროცესის მართვა, სამუშაოს შესრულების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
საკვალიფიკაცი ომოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/ჯანდაცვის მენეჯმენტის/საბანკო/საფინანსოსაქმე, მიმართულებით;
- სავალდებულოა რელევანტური მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია, სახელმწიფო სადაზღვევო სააგენტოს პორტალზე მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებების ცოდნა საყოველთაო ჯანდაცვისა და ვერტიკალური პროგრამების შესახებ;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
- გუნდის მართვის უნარი;
- შედეგზე ორიენტაცია;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 9 დეკემბერი, 2022 წ.
“ევექსის კლინიკები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.