ევექსის საყოველთაო დაზღვევის აგენტი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი“  აცხადებს  ევექსის საყოველთაო დაზღვევის აგენტის ვაკანსიას  თბილისში.

სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი. 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშო გრაფიკი: პოზიცია გულისხმობს მოქნილ სამუშაო გრაფიკს

    ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციურ მომხმარებლებთან ბინაზე ვიზიტი და ამბულატორიული ქსელის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის დაინტერესება ამბულატორიული ქსელის მომსახურებით და უპირატესობების წარმოჩენა;
  • მომხმარებლის დაინტერესების შემთხვევაში, შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურების შესრულება;
  • სამუშო მონაცემების აღრიცხვა და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება ან ნებისმიერი კურსის სტუდენტი;

   პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • გამართულად კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის წარდგენის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომლებს კომპანია დამატებით შესთავაზებს:

  • კომპანია უზრუნველყოფს შესაბამის ტრენინგს თანამშრომლებისათვის
  • თანამშრომლები უზრუნველყოფილი იქნებიან კორპორაციული მობილური სასაუბრო დროით
  • წარმატებულ თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ დაწინაურდნენ კოორდინატორის პოზიციაზე

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  2 იანვარი, 2019 წელი

 

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე; ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line