“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს ექოსკოპისტის ასისტენტის ვაკანსიას თბილისში
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და
დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ევექსის პოლიკლინიკა
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე , შაბათს ნახევარი განაკვეთი .
ძირითადი მოვალეობები:
- კლინიკის მიერ შემუშავებული პოლისებისა და პროტოკოლების შესრულება;
- ექოსკოპისტის ასისტირება კვლევის ჩატარების დროს;
- კვლევის ჩანაწერების ზუსტად და დროულად მომზადება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა უმაღლესი განათლების დიპლომი სამკურნალო საქმის სპეციალობით;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 სექტემბერი , 2018
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.