“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს ბუღალტერის ვაკანსიას თბილისში
“მეგალაბი” ქვეყნისა რეგიონის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების განხორციელების მოთხოვნების სრულად დაფარვა.
სამუშოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მეგალაბი (ქავთარაძის 23)
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართულობა;
- ტრანზაქციების ბუღალტრულ პროგრამაში გატარება და საბუღალტრო დოკუმანტაციის წარმოება;
- დეკლარაციების მომზადება და დროულად ჩაბარება;
- ფინანსური ანგარიშგებებისთვის საჭირო რეპორტების მომზადება;
- თვის დახურვის პროცესში აქტიური ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე არანაკლებ 3 წლისა;
- სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა ( MS Word, MS Excel);
- სავალდებულოა ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია Exact-ში მუშაობის გამოცდილება;
- პრიორიტეტულია ინგლისური ენის ცოდნა;
- სასურველია ACCA-ის სერთიფიკატი.
დამატებითი მოთხოვნები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- წინასწარ გაწერილ ვადებში მუშობის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 დეკემბერი, 2018
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და
გისურვებთ წარმატებებს.
სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე; ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.