„ევექსი კლინიკები“ აცხადებს შერჩევას ბილინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი; თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N40
სამუშაო განაკვეთი: სრული, 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- კლინიკების აღრიცხვის ოპერატორების საქმიანობის მონიტორინგი და ყოველდღიურად მათგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება;
- სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, კლინიკების შესრულებული სამუშაოს დამუშავების პროცესის მონიტორინგი;
- სადაზღვევო კომპანიების მიერ, კლინიკების შესრულებული სამუშაოს დამუშავების პროცესის მონიტორინგი;
- ბიზნეს ერთეულების მიერ, დღის ჭრილში შესრულებული სამუშაოს შესახებ მონაცემების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
- ყოველთვიურად კლინიკების ჭრილში Free flow პაციენტების დავალიანების ფაილის წარმოება, დებიტორების მართვის ჯგუფისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- ყოველთვიურად კლინიკების ფინანსური თვის დახურვის პროცესებში მონაწილეობის მიღება;
- სხვადასხვა სახის ფინანსური რეპორტების წარმოება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
საკვალიფიკაციომოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ან ბიზნესის ადამინისტრირების მიმართულებით;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
- ჯანდაცვის პროგრამების ცოდნა;
- ჯანდაცვის სახელმწიფო პორტალზე მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- ფინანსების კუთხით საბაზისო ცოდნა;
პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
განაცხადისმიღებისბოლოვადაა: 17 აპრილი , 2023 წ.
“ევექსის კლინიკები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.