“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს აუდიტორის ვაკანსიას თბილისში
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის
6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- ჯგუფში შემავალი კომპანი(ებ)ის ბიზნეს პროცეს(ებ)ის აუდიტი:
- შესამოწმებელ პროცესთან დაკავშირებული პირველადი კვლევის განხორციელება;
- შესამოწმებელ პროცესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიკაცია/შეფასება;
- შესამოწმებელ პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების იდენტიფიკაცია;
- პროცესის შემოწმებისთვის საჭირო გეგმის/პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- კონტროლის მექანიზმების ტესტირებაში მონაწილეობა;
- შემოწმების პროცესში მოპოვებული მტკიცებულების/ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე პროცესში არსებული დარღვევა/ნაკლოვანების განსაზღვრა;
- აღმოჩენილი დარღვევა/ნაკლოვანების შედეგების განხილვა პროცესზე პასუხიმგებელ პირ(ებ)თან;
- შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების ადექვატურობის/ეფექტიანობის შესახებ აზრის გამოხატვა, რეკომენდაციების შემუშავება და დასკვნის/შემოწმების აქტის მომზადება;
- გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე პერიოდული კონტროლის განხორციელება, შესაბამისი დასკვნის მომზადება;
- შემოწმების პროექტის ფარგლებში მონაცემების შეგროვების და მათი სამუშაო ფორმებში თავმოყრის უზრუნველყოფა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების მიმართულებით;
- სავალდებულოა სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტორულ კომპანიაში (უპირატესობა მიენიჭება “Big4”-ში სამუშაო გამოცდილებას) აუდიტორის პოზიციაზე სადაზღვევო კომპანიის/კლინიკების, ფარმა სექტორის აუდიტის მიმართულებით;
- ასევე მისაღები იქნება სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტში შიდა აუდიტის მიმართულებით ან სამედიცინო დაწესებულებაში/საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში/ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში კონტროლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა MS Office-ის პროგრამების (Word; Excel, PowerPoint) საფუძვლიანი ცოდნა, სასურველია ვიზიოს, პროჯექტის და sql პროგრამების ცოდნა;
- სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
აუცილებელი ცოდნა/კომპეტენციები:
- შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- რისკების შეფასების, აუდიტის მასშტაბის დადგენის, ინფორმაციის მოგროვების, სამუშაო ფორმების შედგენის გავრცელებული პრაქტიკის ცოდნა;
- ფინანსური ანგარიშგების სერთაშორისო სტანდარტები;
- საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
- საქართველოს კანონი უკანონო შემასავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პრინციპების, ძირიათადი სადაზღვევო პროცესების, პროდუქტების ცოდნა;
- ჯანდაცვის სფეროს კანონმდებლობის და ჯანდაცვის პროგრამების ცოდნა (სასურველია);
- კომპლექსური მონაცემების მოპოვება და ანალიზი;
- პროექტის დაგეგმვისა და მართვის უნარი;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ობიექტურობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა - ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
- დროის განაწილების/მართვის უნარი
- მოწესრიგებულობისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 11 იანვარი, 2019
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და
გისურვებთ წარმატებებს.
სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.