ბიზნეს რეპორტინგისა და ბიუჯეტირების სპეციალისტი

ევექსის ჰოსპიტლები  აცხადებს   ბიზნეს რეპორტინგისა და ბიუჯეტირების სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში

ევექსის ჰოსპიტლები  ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში

სტაჟირების ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი

სტაჟირების გრაფიკი:  8 საათიანი5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიური, ყოველთვიული და ყოველწლიური ანგარიშების მომზადება;
  • წელიწადში ერთხელ ქსელის ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა (Group budget);
  • პროექტების არსებობის შემთხვევაში მათი ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა;
  • მოთხოვნილი ერთჯერადი ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის;

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსების განხრით);
  • მსგავს პოზიციაზე ან მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 6 თვისა;
  • სავალდებულოა ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • პრიორიტეტულია ინგლისური ენის  ცოდნა.

 

   პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ანალიტიკური  აზროვნების უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაო დროის მართვის უნარი;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  29მაისი, 2019

 

 

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ევექსის ჰოსპიტლებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

 

 

 

Apply

Apply

Application Sent Successfully

Applicatin not sent, please try again later

Attach a file
Your application has been sent successfully. We will contact you for 10 business days Interested and good luck.
Your application could not be sent. Please try again or contact us on the hotline: Hot line