ბავშვთა ქირურგიის განყოფილება
ლაპაროსკოპიული ქირურგიის მიმართულება აქტიურად დაინერგა და ვითარდება კლინიკაში. კლინიკაში ქირურგიული ჩარევების 25% ტარდება თანამედროვე მეთოდით ლაპარასკოპიული მიდგომით.
განყოფილების სერვისები:
- ბავშვთა ქირურგია - გულმკერდის , მუცლის ღრუს და მენჯის სხვადასხვა ორგანოების პათოლოგიების გადაუდებელი და გეგმიური ქირურგიული მკურნალობა.
- ტრავმატოლოგია-ორთოპედია -ოპერაციები ტარდება სხვადასხვა სახის მოტეხილობების, ორთოპედიული პრობლემების დროს , ოსტეოსინთეზები.ოპერაციები ტარდება ელექტრო ოპტიკური გარდამქმნელის მეთვალყურეობის ქვეშ.
- ოფთალმოლოგია -ოპერაციული ჩარევები თვალში უცხო სხეული ამოღების მიზნით, ტრამვების დროს, სიელმის, საცრემლე არხის დრენირება, მხედველობის კორექცია, რეტინოპატიების დიაგნოსტიკა.
- ნეიროქირურგია- ტარდება გადაუდებებლი და გეგმიური ქირურგიული ჩარევები ქალა- ტვინის ტრამვების, ჰიდროცეფალიის, სისხლძარღვოვანი მალფორმაციებით გამოწვეული ჰემორაგიების და სხვა პათოლოგიების დროს.
- ოტორინოლარინგოლოგია- ადენო-ტონზილექტომიები ზოგადი ნარკოზით ან ადგილობრივი გაუტკივარებით , უცხო სხეულის ამოღება ცხვირიდან, ყურიდან.
- ყბა-სახის ქირურგია - ყბა -სახის მიდამოს მწვავე ტრამვების ოპერაციული მკურნალობა, თანდაყოლილი პათოლოგიების- სასის ნაპრალი, ტუჩის ნაპრალის კორექცია,დერმოიდული და სხვა სახის კისტების ამოკვეთა, კბილების ექსტრაქცია, პათოლოგიური თანკბილვის ქირურგიული კორექცია, ჰემანგიომების ოპერაციული მკურნალობა.
- ლაპარასკოპიული ქირურგია- დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია, თიაქარკვეთა, აპენდექტომია, ქოლეცისტექტომია და სხვა სახისქირურგიული პათოლოგიების ოპერაციული მკურნალობა ლაპარასკოპიული მიდგომით. გინეკოლოგიური ოპერაციები ტარდება ასევე ლაპარასკოპიული მეთოდით: საკვერცხის აპოპლექსია და სხვა.
- უროლოგია- ნეფრექტომია, რეფლუქსის კორექცია,და სხვა, აგრეთვე თირკმლის ბიოფსია.
- თორაკოქირურგია - ნებისმიერი სირთულის გულმკერდის ოპერაციები თორაკოსკოპიული მეთოდით,პლევრექტომია, მათ შორის ონკოქირურგიული ოპერაციები. სადიაგნოსტიკო ბრონქოსკოპია.
- ენდოსკოპია.- სადიაგნოსტიკო , მწვავე სისხლდენის შეჩერებადა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან უცხო სხეულის ამოღება , სისხლდენის შეჩერება.