დიპლომისშემდგომი მზადება - რეზიდენტურა
პროგრამა „ბავშვთა ქირურგია“
სამედიცინო კორპორაცია ევექსი აცხადებს მიღებას რეზიდენტურაში პროგრამით „ბავშვთა ქირურგია“!
საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტები დასაქმდებიან სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქსელში, მიიღებენ 100%–იან, 80%-იან სასწავლო გრანტს ან შეღავათიან სტუდენტურ სესხს.
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.
პროგრამის დასახელება: |
ბავშვთა ქირურგია |
აკრედიტირებული დაწესებულება: |
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი |
პროგრამის ხელმძღვანელი: |
მალხაზ კარტოზია |
სწავლების ლოკაციები: |
თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი |
ადგილების რაოდენობა: |
7 |
კლინიკური ბაზები :
თბილისი |
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი |
თბილისი |
ბავშვთა ახალი კლინიკა |
თბილისი |
ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი |
ბათუმი |
ბათუმის რეფერალური საავადმყოფო |
ბათუმი |
ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი |
ქუთაისი |
აკ.ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი |
ზუგდიდი |
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო |
! განსაკუთრებული მინიშნება !
ერთი მონაწილის განაცხადი მიიღება სამედიცინო კორპორაცია ევექსის მიერ გამოცხადებულ მხოლოდ ერთ პროგრამაზე, თუმცა მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა კონკურსის პროცესში დააფიქსირონ მეორე სასურველი მომიჯნავე სპეციალობაც
ევექსის რეზიდენტურის პროგრამების უპირატესობა:
- საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტების სწავლების დაფინანსება 100 % - იანი, ან 80% - იანი გრანტით;
- შეღავათიანი სტუდენტური სესხის მიღების შესაძლებლობა, რომლის გადახდას სწავლის დასრულებისა და დასაქმების შემდეგ დაიწყებთ;
- სწავლების პროცესში უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა;
- სწავლის ღირებულება : თვეში 200 ლარი;
- სწავლების დასრულებისა და სერთიფიკატის მიღების შემდეგ გარანტირებული ევექსის ქსელში დასაქმება;
პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები აუცილებელია აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმს:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, არანაკლებ 151 ქულით;
პროგრამაში მონაწილეთა მსურველებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
გადაწყვეტილება, პროგრამაში ჩარიცხვაზე მიიღება ტესტირების, გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით.
გამოსაგზავნი აუცილებელი დოკუმენტაცია:
- ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - გამსვლელი ქულა არანაკლებ 151 -სა;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი.
- CV/რეზუმე (რომელშიც მითითებულია საკონტაქტო მონაცემები: ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი)
საბუთების მიღება მიმდინარეობს 2019 წლის, 12 აპრილის ჩათვლით.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2 55 05 05