ევექსის ქსელის მასშტაბით ტარდება სამკურნალო - დიაგნოსტიკური ენდოსკოპიური კვლევები როგორიცაა:
სამკურნალო დიაგნოსტიკური ბრონქოსკოპია- ნაკლებად ინვაზიური მანიპულაცია რომლითაც ხდება ქვედა სასუნთქი გზების დათვალიერება, ბრონქებისა და ფილტვების სანაცია, ბრონქიდან და ფილტვიდან ბიოფსიური მასალის აღება , უცხო სხეულის ამოღება სასუნთქი გზებიდან.
ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია - ნაკლებ ინვაზიური მეთოდი კუჭ-ნაწლავის სისტემის ზედა ნაწილების - საყლაპავის, კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის დათვალიერება. გამოიყენება როგორც დიაგნოსტიკისათვის : საყლაპავის თიაქარი, ეზოფაგიტი, აქალაზია დისფაგია (გართულებული ყლაპვა) ოდინოფაგია (მტკივნეული ყლაპვა), კარდიის უკმარისობა, გასტრიტი (კუჭს ლორწოვანის ანთება), კუჭის ეროზია, კუჭის წყლული, დუოდენიტი ( 12 გოჯა ნაწლავის ლორწოვანი შრის ანთება), 12 გოჯა ნაწლავის ეროზია, წყლული , სიმსივნური წარმონაქმნების და ა.შ დიაგნოსტიკისთვის, ასევე სამკურნალოდ: საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილების სისხლდენის სამკურნალოდ, სისხლდენა საყლაპავიდან, სისხლდენა ვარიკოზული ვენებიდან , სისხლდენა კუჭიდან და ა.შ . პაპილოსფინქტეროტომია. ასევე ბიოფტატის აღება შემდეგი მორფოლოგიური და ციტოლოგიური კვლევებისთვის. გასტროსკოპია ასევე გამოიყენება უცნობი ეტიოლოგიის ანემიის დიაგნოსტიკისთვის კოლონოსკოპიასთან ერთად.
კოლონოსკოპია- წვრილი ნაწლავის დისტალური ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევის მეთოდი,რომლის საშუალებითაც ხდება ნაწლავის ანთებადი, ონკოლოგიური დაავადებებისა და ფუნქციური მოშლილობის დიაგნოსტიკი და მკურნალობა. კოლონოსკოპია ასევე გამოიყენება სკრინინგის დროს.
კოლპოსკოპია - საშოსა და საშვილოსნოს ყელის ენდოსკოპიური კვლევა. გამოიყენება საშოსა დასაშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის დასათვალიერებლად. კიბოს წინარე პროცესების (დისპლაზია), საშვილოსნოს ყელის კიბო, კონდილომები, კერატოზი (ლეიკოპლაკი),ეროზია, ატროფია, პოლიპი და ა.შ. დიაგნოსტიკისთვის.