Warning: Attempt to read property "id" on bool in /var/www/virtuals/evex.ge/website_back/tpls/network.php on line 128
https://evex.ge/en/network/kareli-hospital/129/tab//">
Warning: Attempt to read property "title" on bool in /var/www/virtuals/evex.ge/website_back/tpls/network.php on line 129
Photo Gallery
ევექსის ქსელში ონკოლოგიური პაციენტების მართვა, დიაგნოსტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა ხდება მულტიდისციპლინური ონკოლოგიური გუნდის მიერ (Multidisciplinary Tumor Board). აღნიშნულ გუნდშიჩართულია ყველა სპეციალობის ექიმი: სხივური ონკოლოგები, ქიმიოთერაპევტები, ქირურგები, პათანატომები და რადიოლოგები. მულტიდისციპლინური ონკოლოგიური გუნდის მუშაობაში აქტიურად არის ჩართული ქალაქ ჩიკაგოს (აშშ) Rush Hospital-ის სხივური ონკოლოგი კრისტინა კიელი და კოპენჰაგენის (დანია) Rigshospitalet-ის ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე.
ონკოლოგიურ პაციენტებს უტარდებათ სხივური თერაპია „ვარიანის“ ფირმის უახლესი ხაზოვანი ამაჩქარებლების (TrueBeam, Clinac-iX) გამოყენებით, რომლებიც საშუალებას იძლევიან მოხდეს სიმსივნურად დაზიანებული უბნის ზუსტი დამიზნებითი დასხივება და გარემომცველი ჯანსაღი ქსოვილების მაქსიმალური დაცვა.
ქსელში ასევე ფუნქციონირებს ქიმიოთერაპიის განყოფილება, სადაც პაციენტების მკურნალობა წარმოებს თანამედროვე მიდგომებით და საერთაშორისო გაიდლაინების გამოყენებით.
დიაგნოსტიკა
- კომპიუტერული ტომოგრაფია
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი
- მამოგრაფია
- ენდოსკოპია
- იმუნოჰისტოქიმიური გამოკვლევა
კიბოს სკრინინგი
ევექსის ქსელი ახორციელებს კიბოს სკრინინგ პროგრამას მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისის გარდა), რომლის ფარგლებშიც ხდება შემდეგი დაავადებების სკრინინგი:
- ძუძუს კიბო
- საშვილოსნოს ყელის კიბო
- პროსტატის კიბო
- მსხვილი ნაწლავის კიბო.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კლინიკაში შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეებს ჩვენების მიხედვით უტარდებათ შემდეგი კვლევები: მამოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევა, PAP-ტესტი, კოლპოსკოპია, FOB-ტესტი, კოლონოსკოპია, პსა-ს (პროსტატა სპეციფიური ანტიგენი) განსაზღვრა სისხლში.